მოქალაქეებს სააკაშვილის პრეზიდენტობისას იძულებით ჩამორთმეული ავტომანქანები დაუბრუნდათ
05-06-2015, 08:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პროკურატურამ მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩარმოთმევის 5 ფაქტზე გამოძიება დაასრულა, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდა 4 დაზარალებულის დარღვეული უფლების აღდგენა, – აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

 
„დღეს, პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების საფუძველზე, მთავრობის განკარგულებით, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლისა და პროკურორების მონაწილეობით დაზარალებულებს – მაგდა ბაგრატიონს და მაია ბოცვაძეს გადაეცათ „ტოიოტა ლენდკრუიზერი LC150”-ის ჯიპი; დაზარალებულ ხათუნა საგანელიძეს გადაეცა ა/მანქანა „ტოიოტა ავენსისი“ და ა/მანქანა „ჰიუნდაი სონატა“, ხოლო დაზარალებულ ლაშა ჭოხონელიძეს – ავტომანქანა „ჰიუნდაი IX35“.


ხსენებული ა/მანაქანები, 2010 წელს, ცალკეული საჯარო მოხელეების დანაშაულებრივი ქმედების შედეგად იძულებით იქნა მათ მიერ შესყიდული. პროცესი, რომელიც საქართველოს პროკურატურაში ახლად შექმნილმა სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა დაიწყო, რაც უკავშირდება 2012 წლის 01 ოქტომბრამდე, საჯარო მოხეელების მიერ მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩამორთმევის, დათმობის, ჩუქების ფაქტების გამოძიებას და დაზარალებულთათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებით, ქონების დაბრუნებით მათი უფლებების აღდგენას, კვლავ გაგრძელდება და მას ექნება შეუქცევადი ხასიათი“,- აცხადებენ პროკურატურაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი