ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მურთაზ ზოდელავამ ის „დანაშაულებრივი სქემა“ წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობის გამოძიების საქმე პირდაპირ არის დაკავშირებული შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანასთან, რომელსაც წვრილმანი ფიგურანტების გარდა, როგორიცაა მირზა სუბელიანი და დიმიტრი დარბაისელი, ასევე მაღალი თანამდებობის მოქმედი თუ ყოფილი პირებიც ჰყავს და ზოდელავას თქმით, ესენი არიან: დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი; ყოფილი მთვარი პროკურორები: ოთარ ფარცხალაძე და ირაკლი შოთაძე; ყოფილი პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ხოლო ამ სიის სათავეშია ბიძინა ივანიშვილი - „ყველაზე გავლენიანი ადამიანი ქართულ სახელმწიფოში“.
„ყველას ამათ, შეუძლიათ ამხილონ კონკრეტულ დანაშაულში მთავარი ფიგურა და მთავარი მონაწილე ამ დანაშაულებრივი სქემის. ეს არის ბატონი ბიძინა ივანიშვილი - ადამიანი, რომელიც არის რეალური ძალაუფლების მქონე, ყველაზე გავლენიანი ქართულ სახელმწიფოში და ადამიანი, რომელიც აკონტროლებს მთელ სახელმწიფო სისტემას. აქ წარმოდგენილი ყველა ადამიანი მონაწილეობს ამ სქემაში და ისინი არიან დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები. ხელშეუხებლობა მირზა სუბელიანის ნიშნავს, ხელშეუხებლობას სოზარ სუბარის, ხელშეუხებლობას ოთარ ფარცხალაძის, ხელშეუხებლობას ირაკლი ღარიბაშვილის და რაც მთავარია, ხელშეუხებლობას ბიძინა ივანიშვილის“, განაცხადა მურთაზ ზოდელავამ ბრიფინგზე და დაამატა, რომ ხელისუფლების ინტერსეში არ შედის ის, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა ობიექტურად იყოს გამოძიებული და სიმართლე დადგინდეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.