„მაღალი საზოგადოებრივი ზეწოლის ფონზე, შეიძლება ივანიშვილმა წულუკიანიც კი გაწიროს - ივანიშვილისთვის მთავარია საკუთარი თავის გადარჩენა“ - თინათინ ბოკუჩავა
05-06-2018, 19:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იუსტიციის მინისტრის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ არასამთავრობო სექტორის მოთხოვნას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" ეხმაურებიან.

 

 

როგორც თინათინ ბოკუჩავა აცხადებს, ბიძინა ივანიშვილისთვის ირაკლი შოთაძის გაწირვაზე უფრო რთული თეა წულუკიანის გაწირვა იქნება, რადგან იუსტიციის მინისტრი „არ არის რიგითი პაიკი ივანიშვილის რეჟიმში", თუმცა, მისივე თქმით, მაღალი საზოგადოებრივი ზეწოლის ფონზე, ივანიშვილმა შეიძლება წულუკიანიც გაწიროს იმისთვის, რომ თავი გადაირჩინოს.

 

 

„რაც შეეხება იმას, შეძლებს თუ არა ივანიშვილი რომ ის გაწიროს, ცხადია, მისთვის წულუკიანის გაწირვა უფრო რთული იქნება, ვიდრე შოთაძის იმიტომ, რომ ის არ არის რიგითი პაიკი ივანიშვილის რეჟიმში. ის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა იმიტომ, რომ მათ შორის ივანიშვილს „ულაგებს" არჩევნებს და სწორედ თეა წულუკიანის მიერ აწყობილი სიით „იგებს" ივანიშვილი არჩევნებს. ასე რომ, ცხადია, ივანიშვილს ის ძალიან სჭირდება, მაგრამ მაღალი საზოგადოებრივი ზეწოლის ფონზე, შეიძლება ივანიშვილმა ისიც კი გაწიროს იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში, ივანიშვილისთვის მთავარია საკუთარი თავის გადარჩენა", აცხადებს თინათინ ბოკუჩავა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი