სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა, კახა სამხარაძემ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასა და მსოფლიოს ჩემპიონთან, ნიკოლოზ დერიუგინთან შეხვედრა გამართა.
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე, რეგიონში კალათბურთის განვითარებაზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და ახალციხეში მწვრთნელთა გადამზადებისა და ხელშეწყობის საკითხებზე ისაუბრეს.
„მხარეები იმუშავებენ, კონკრეტულ მიმართულებებზე, რათა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სპორტული, კერძოდ კი კალათბურთის მაღალი დონის ინფრასტრუქტურა მოეწყოს.
დაიგეგმა სამომავლო ნაბიჯები, რის შემდეგაც ფედერაციის პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა, გუბერნატორს ეროვნული ნაკრების, მისი სახელობის მაისური გადასცა.
ასევე ფედერაციის წარმომადგენლებმა მხარის გუბერნატორს ნაკრების წევრთა ხელმოწერებით დამშვენებული კალათბურთის ბურთი აჩუქეს.
გუბერნატორის ადმინისტრაციაში შეხვედრის შემდეგ, კახა სამხარაძე და კალათბურთის სფეროს წარმომადგენლები, ახალციხის სპორტსკოლას ესტუმრნენ, სადაც მათ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე შეუერთდა.
ახალციხის მერმა კონკრეტული გეგმა წარმოადგინა, თუ როგორ მოხდება სპორტსკოლაში საკალათბურთო დარბაზის რეაბილიტაცია. დარბაზი, რომელიც სრულიად სარემონტოა და მხოლოდ ვარჯიშზეა გათვლილი, რეკონსტრუქციის შემდეგ სათამაშო არენად გადაიქცევა.
დარბაზს მოენგრევა კედლები და მიშენდება ტრიბუნები, გარემონტდება საშხაპეები და აუცილებელი ინფრასტრუქტურა, ხოლო კალათბურთისთვის აუცილებელ ატრიბუტიკას - ფარებს, ბურთბს, ბადეებს. საქართელოს კალათურთის ფედერაცია უზრუნველყოფს. ორივე მხარის მიერ სამცხე-ჯავახეთში შემდგარი ვიზიტი საკმაოდ ნაყოფიერად შეფასდა", ნათქვამია სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.