ნიანგმა პროტესტანტული ეკლესიის მღვდელი იმსხვერპლა სამხრეთ ეთიოპიაში იმ დროს, როდესაც იგი ტბის პირას მორწმუნეებს ნათლავდა.
დოხო ეშჰეტი კვირა დილით დაახლოებით 80 ადამიანი ნათლობის ცერემონიას უძღვებოდა აბაიას ტბასთან, როდესაც მოულოდნელად წყლიდან ნიანგმა ამოყო თავი და თავს დაესხა მას.
მღვდელს ნიანგმა ფეხებზე, ზურგზე და ხელებზე უკბინა, რის შედეგადაც სასულიერო პირი გარდაიცვალა.
„მან ერთი ადამიანი მონათლა და როცა მეორისკენ მიბრუნდა, უეცრად, ნიანგი ამოხტა ტბიდან და მღვდელს ეცა“, უთხრა ადგილობრივმა მცხოვრებმა BBC-ს.
უზარმაზარი მცდელობის მიუხედავად, მეთევზეებმა და ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ვერ შეძლეს მღვდლის გადარჩენა, განაცხადა პოლიციელმა ეივნეტუ კანკომ.
მათ მეთევზის ბადეები გამოიყენეს იმისათვის, რომ ხელი შეეშალათ ნიანგისთვის მღვდლის ტბაში ჩათრევისაგან.
ნიანგი გაიქცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.