თითქმის 200 ადამიანია დაკარგულად გამოცხადებული და 75 დაღუპული გვატემალაში ამოფრქვეული საშინელი ვულკანის შედეგად
06-06-2018, 10:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

200-ამდე ადამიანია დაკარგულად გამოცხადებული და 75 დაღუპული გვატემალაში კვირას ამოფრქვეული საშინელი ვულკანის შედეგად, იტყობინება BBC ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით.

 


სამძებრო სამუშაოები სამშაბათს ამოფრქვეულმა მორიგმა გავარვარებულმა ლავამ შეაფერხა.

 


1.7 მილიონ ადამიანს შეეხო ვულკანის ამოფრქვევა, 3000-ზე მეტი ევაკუირებულია და დროებით თავშესაფრებშია გადაყვანილი.

 

 

დედაქალაქ გვატემალა სიტის სამხრეთ-დასავლეთით, დაახლოებით 40 კილომეტრის მოშორებით ამფრქვეულმა ვულკანმა ცაში კლდოვანი მასა ატყორცნა და მიმდებარე ტერიტორია შავი კვამლით და ფერფლით დაფარა, გავარვარებულმა ლავამ კი სოფლებს გადაუარა, სახლები გაანადგურა და შიგნით მყოფი ადამიანები ამოწვა.

 

 

ჰაერში ატყორცნილი დიდი რაოდენობის ფერფლის გამო, გვატემალა სიტის „ლა ავრორას“ აეროპორტი კვირას დაკეტილი იყო.

 

 

პრეზიდენტმა ჯიმი მორალესმა საგანგებო მდგომარეობა და სამდღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა.

 

 

ადგილობრივი ექსპერტების თანახმად, აღნიშნული ამოფრქვევა ყველაზე დიდია 1974 წლის შემდეგ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი