2016 წლის შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება დღეს მოქმედი შერეული სისტემით. თუმცა, მაჟორიტარული ოლქების ამომრჩეველთა რაოდენობას შორის დღეს არსებული დისბალანსი შემცირდება და დაწესდება 50%-იანი ბარიერი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი არჩევნები კი პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდება.
"საარჩევნო სისტემის რეფორმისთვის საკონსტიტუციო და საკანონმდებლო გადაწყვეტილებების მიღება იგეგმება მიმდინარე წლის ბოლომდე. ჩვენ ვგეგმავთ, რომ 2016 წლის შემოდგომაზე საპალამენტო არჩევნებს ჩავატარებთ დღეს მოქმედი შერეული სისტემით, რომელშიც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, მნიშვნელოვნად იქნება შემცირებული მაჟორიტარული ოლქების ამომრჩეველთა რაოდენობას შორის დღეს არსებული დისბალანსი და ასევე დაწესდება 50%-იანი ბარიერი. ჩვენი გეგმა ითვალისწინებს 2016 წლის შემდგომი საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, ეს არის უმრავლესობაში შეჯერებული პოზიცია.
უმრავლესობის დღევანდელ სხდომას ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.
დღეს მოქმედი კანონმდებლობით მაჟორიტარულ არჩევნებზე 30-პროცენტიანი ბარიერია დაწესებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.