არჩილ ტატუნაშვილის მამა გიორგი ტატუნაშვილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტებს ხვდება.
გიორგი ტატუნაშვილმა ექსპერტიზის დასკვნის გამოქვეყენების შემდეგ, გუშინ, 5 ივნისს განაცხადა, რომ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენელებთან შეხვედრას აპირებდა.
არჩილ ტატუნაშვილის მამის თქმით, მისი შვილის სხეულზე არსებულ დაზიანებებთან დაკავშირებით კონკრეტული კითხვები კვლავ პასუხგაუცემელია.
გიორგი ტატუნაშვილს მიაჩნია, რომ ცხედარს შუბლზე საკონტროლო გასროლის შედეგად მიყენებული ჭრილობა ჰქონდა, ცხვირი კი, მისი არ იყო. ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნული დაზიანებები ნახსენები არ არის.
„მე ვაპირებ შეხვედრას, რომ გამარკვიონ ნატყვიარია თუ რა არის ის, წრეები რომ ეტყობა შუბლზე.... თავიდან არ ეტყობოდა და მერე თანდათანობით მკვეთრად გამოისახა, ბოლო დღეებში უფრო - დაკრძალვის წინა დღეებში.
ცხვირთან დაკავშირებით - ფოტოზე ხომ ეტყობა როგორი ცხვირი ჰქონდა, ცხედარი გადმოგვცეს კეხიანი ცხვირით. ცხვირი არ იყო თავისი. რუსეთიდან გადმოცემულ დასკვნაშიც ასე წერია ცხვირი მთელიო. როგორ იყო მთელი?.... აწამეს სასტიკად, უღმერთოდ აწამეს, ვერ გატეხეს, ვერ მიაღწიეს თავიანთ საწადელს, ვერ ათქმევინეს ის, რაც თვითონ სურდათ, გაიმეტეს სასიკვდილოდ და აწამეს. სასტიკად არის ნაწამები, ფოტოსურათები ვნახე - ერთი ადგილი არ აქვს მთელი", აცხადებდა გუშინ არჩილ ტატუნაშვილის მამა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.