ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი და მერის პირველი მოადგილე გონერი მეფარიშვილი ყუმურის ადმინისტრაციულ ერთეულში, ვერხვანის უბანში სოციალურად დაუცველ ოჯახს ესტუმრნენ და საკვები პროდუქტები მიუტანეს.
„დღეს მე მოვედი თქვენთან იმის გამო, რომ ადგილზე გავეცნო არსებულ მდგომარეობასა და სოციალურ ფონს. როგორც საუბარში აღნიშნეთ არ გქონდათ ინფორმაცია რა დახმარების გაწევა შეუძლია ადგილობრივ ხელისუფლებას თქვენთვის. ჩვენ გვაქვს პროგრამები, რომელშიც ჩაგრთავთ და სახვადასხვა ტიპის დახმარებებს მიიღებთ. ამ კვირაში გელოდებით მერიაში, უნდა დაწეროთ განცხადება ფულადი დახმარების შესახებ და შესაბამის რეაგირებასაც მოვახდენთ. მე გპირდებით, რომ თქვენ პრობლემებით ყოველთვის დავინტერესდები და გვერდით დაგიდგებით", აღნიშნა ვანის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე გოგორიშვილმა, რომელმაც ოჯახის პრობლემის შესახებ სოციალური ქსელის საშუალებით შეიტყო.
ინფორმაციას ვანის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.