არჩილ ტატუნაშვილის მამა გიორგი ტატუნაშვილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტებს შეხვდა. როგორც ექსპერტიზის ბიუროდან გამოსვლის შემდეგ გიორგი ტატუნაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიების ობიექტურობაში ეჭვი არ ეპარება.
მისი თქმით, შეხვედრაზე პასუხები ყველა შეკითხვაზე მიიღო.
„მაინტერესებდა ცხვირზე და შუბლზე რა დაზიანებებიც იყო ის რატომ არ იყო ჩაწერილი დასკვნაში. როგორც მითხრეს ეს დაზიანებები არ იყო მიყენებული სიცოცხლის დროს", განაცხადა გიორგი ტატუნაშვილმა, რომლის თქმითაც, მიიღო ინფორმაცია, რომ საქმე წამების მუხლით გადაკვალიფიცირდა.
„გამოძიების ობიექტურობაში რაც მთავარია ეჭვი არ მეპარება", ამბობს გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის მამა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.