ემანუელ მაკრონმა უარი თქვა დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებების დეტალების გამჟღავნებაზე და ამასთან დაკავშირებით ის ციტატა მოიშველია, რომელსაც გერმანიის იმპერიის პირველ კანცლერს, ოტო ბისმარკს მიაკუთვნებენ. აღნიშნულის შესახებ Ouest France-ი წერს.
„მე არასდროს არ ვამჟღავნებ იმას, რა ხდება დახურულ კარს მიღმა, იმიტომ რომ, როგორც ბისმარკმა თქვა, თუკი ადამიანებს გაუმჟღავნებ სოსისის რეცეპტს, არ ვარ დარწმუნებული, რომ ისინი მის ჭამას განაგრძნობენ“, განაცხადა მაკრონმა.
მისი სიტყვებით, „სამზარეულოს კომენტარები“ არ არის მოსალოდნელი რომ დამხმარე იყოს მაგიდის გასაწყობი აღჭურვილობისა თუ მადის გაუმჯობესებისთვის. ამავე დროს, საფრანგეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ ტრამპთან დიალოგი „გულწრფელი“ გამოვიდა.
უფრო ადრე, CNN-ი წყაროზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ გასულ კვირას მაკრონსა და ტრამპს შორის „საშინელი“სატელეფონო საუბარი შედგა. როგორც ტელეარხი BFMTV იუწყებოდა, საფრანგეთის პრეზიდენტმა უკანონო უწოდა აშშ-ის მიერ ფოლადისა და ალუმინის იმპორტებზე ტარიფების დაწესებას და ხაზი გაუსვა, რომ ეს ზომები შეცდომას წარმოადგენდა.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავისი გეგმების შესახებ 31 მაისს გამოაცხადა, რაც მის მოკავშირეებზე ტარიფების დაწესებას ითვალისწინებს, საუბარია ფოლადისა და ალუმინის იმპორტებზე ევროპის კავშირიდან, კანადიდან და ასევე მექსიკიდან.
ფოლადზე 25%-იანი, ხოლო ალუმინზე 10%-იანი ტარიფები იქნება დაწესებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.