თბილისის მეტროპოლიტენმა, 2,5-დღიანი გაფიცვის შემდეგ, მუშაობა განაახლა. მემანქანეები დღეს სამუშაოზე დაგეგმილზე ნახევარი საათით ადრე გავიდნენ.
მეტროპოლიტენის მუშაობის განახლებას წინ უძღოდა მემანქანეთა დამოუკიდებელი პროფკავშირის, „ერთობა 2013-ის“ გამგეობის თავმჯდომარის, რატი კაპანაძის განცხადება, რომლის თქმითაც, თბილისის მერიამ პასუხისმგებლობა აიღო, რომ მეტროს თანამშრომელთა ხელფასების 45% -იანი მატება უახლოეს მომავალში გადაწყდება და ეს ეტაპობრივად მოხდება.
ამ განცხადების გაკეთებამდე კაპანაძე გვიან ღამით თბილისის მერიაში დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს და ვიცე-მერს შეხვდა, რის შემდეგაც მემანქანეებმა გაფიცვა და შიმშილობა შეწყვიტეს.
გლდანი დეპოს ტერიტორიაზე კარვები უკვე აღებულია.
მემანქანეები სამშაბათ საღამოს აცხადებდნენ, რომ თუ მხარეებს შორის დოკუმენტურად გაფორმდებოდა შეთანხმება, რომ 2019 წლის პირველი იანვრიდან ხელფასები გაეზრდებოდათ, მუშაობას ოთხშაბათს, დილიდანვე განაახლებდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.