ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის შეხვედრა, რომელსაც მთელი მსოფლიო მოუთმენლად ელოდება, სინგაპურის კუნძულ სენტოსაზე, სასტუმროში გაიმართება. როგორც ეს თეთრმა სახლმა დაადასტურა.
მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულ შტატებს სურს ფხენიანმა ხელი აიღოს მის ბირთვულ პროგრამაზე, მაინც უცნობია, ზუსტად რა იქნება განხილვის თემა მოლაპარაკებებისას.
ტრამპი ვარაუდობს, რომ პირველი შეხვედრა უფრო ხანგრძლივი ურთიერთობების დაწყების პროცესის საწინდარი იქნება და პირველივე შეხვედრისაგან სასწაულებს არ უნდა ველოდეთ.
„ბევრი ურთიერთობები აიგო, ბევრი მოლაპარაკებები წარიმართება გამგზავრებამდე. ეს ძალიან მბიშვნელოვანია - ძალიან მნიშვნელოვანი დღეები იქნება“, უთხრა ტრამპმა ჟურნალისტებს სამშაბათს.
ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა ამერიკის მოქმედი პრეზიდენტი ჩრდილოეთ კორეის ლიდერს შეხვდება.
ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის შეხვედრა სინგაპურის კუნძულ სენტოსაზე 12 ივნისს გაიმართება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.