არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას: თქვენი ხელწამოსაკრავი ნამდვილად არ არის ქ-ნი თეა წულუკიანი
06-06-2018, 15:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ოპოზიციის მიერ იუსტიციის მინისტრის მისამართით გამოთქმულ კრიტიკასა და თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნას გამოეხმაურა.

 

 

„რაც შეეხება წულუკიანს, თქვენი ხელწამოსაკრავი ნამდვილად არ არის ქ-ნი თეა წულუკიანი, გირჩევნიათ, თქვენი იუსტიციის მინისტრი გამოიძახოთ, ჩამოვიდეს და პასუხები გასცეს საზოგადოებას და მართლმსაჯულებას", მიმართა თალკვაძემ „ნაციონალური მოძრაობის" წევრებს.

 

 

ბიუროს დღის წესრიგის თანახმად, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე პირველ საკითხად  საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნის" საკითხი იხილება.

 

 

იუსტიციის მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით არასამთავრობო სექტორის ნაწილმა პრემიერ მინისტრს გუშინ, 5 ივნისს მიმართა. გიორგი კვირიკაშვილმა არასამთავრობოებს გუშინვე უპასუხა. მთავრობის მეთაურის საგანგებო განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ თეა წულუკიანის გადაყენების მოთხოვნა და აბსურდული და გონივრულ საფუძველს მოკლებულია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი