„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, რომან გოცირიძემ, რომლის პარტიაც ხორავას ქუჩაზე მოკლული ახალგაზრდების მკვლელობის გამოძიების დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნას მხარს არ უჭერს, განაცხადა რომ პარლამენტმა „მაჩალიკაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა“ „ერთსულოვნად ჩააგდო“, ახლა კი მეორე კომისიის შექმნას უჭერს მხარს.
„რომ წარმოვადგინოთ ხელახლა, დაგვიჭერთ თუ არა მაჩალიკაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით კომისიის შექმნას მხარს? რატომ ხდება მაშინ სელექციური შერჩევა კომისიის შექმნისა?“ იკითხა რომან გოცირიძემ.
ბიუროს დღის წესრიგის თანახმად, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე პირველ საკითხად საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნის" საკითხი იხილება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.