საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ ოპოზიციის „ერთ ჯგუფს სურვილი აქვს, რომ ქვეყანაში არეულობა მოეწყოს“.
„ერთ ჯგუფს, პატარა ჯგუფს პარლამენტში ყოველ შემთხვევაში, სურვილი აქვს და ამ სურვილს არ მალავს, რომ ქვეყანაში მოეწყოს არეულობა და ეგ არის განსხვავება. გავაგრძელოთ ამ კუთხით მუშაობა (დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა) ან ამ თემაზე დებატები მიგვიყვანს იქამდე, რომ კომისიის შექმნის ნაცვლად ვილაპარაკებთ იმაზე, თუ რა პოლიტიკური განსხვავებებია ჩვენს შორის“, განაცხადა გია ვოლსკიმ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.