სალომე სამადაშვილი არჩილ თალაკვაძეს: მოგიწევთ ამ სისტემის დანგრევა
06-06-2018, 15:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მინდა ამ ტრიბუნიდან მივესალმო საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც ქუჩაში გამოვიდა, ეს ხალხი არ მოგცემთ შესაძლებლობას არასდროს, რომ ეს სისტემა არ ჩამოანგრიოთ, მოგიწევთ ამ სისტემის დანგრევა, მიმართა უმრავლესობას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, რომელზეც დეპუტატები ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნაზე მსჯელობენ.

 


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" აღნიშნული კომისიის შექმნას მხარს არ უჭერს.

 

 

„იმ პირობებში, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ საზოგადოების თვალში უკვე სრულიად დისკრედიტირებულია ამ ქვეყანაში ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, მხოლოდ კომისიის შექმნა, როდესაც ამის პარალელურად, ვხედავთ, რომ არ იგეგმება იმ ოფიციალური პირების გათავისუფლება მათ შორის, დიახ, იუსტიციის მინისტრის, ქ-ნი თეა წულუკიანის, რომელსაც აქ უმრავლესობის წარმომადგენელი კბილებით იცავს. ბატონო არჩილ, ჩვენი მოთხოვნა კი არ არის პროკურორის გამოცვლა, სრულიად საქართველოს საზოგადოება, მინდა ამ ტრიბუნიდან მივესალმო საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც ქუჩაში გამოვიდა, ეს ხალხი არ მოგცემთ შესაძლებლობას არასდროს, რომ ეს სისტემა არ ჩამოანგრიოთ, მოგიწევთ ამ სისტემის დანგრევა", განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი