„ნატო-საქართველოს სწავლება 2019“-ის დაგეგმვის კონფერენცია დაიწყო
06-06-2018, 16:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“-ის საწყისი დაგეგმვის კონფერენცია დაიწყო. კონფერენცია საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ გახსნა, სწავლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 


ორი დღის განმავლობაში კრწანისში ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების, ასევე, ქართული მხარის წარმომადგენლები „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“-ის დაგეგმვასა და აღსრულების პროცესის მომზადებაზე დეტალურად იმსჯელებენ.

 

 

წვრთნები, რომელიც 2019 წლის მარტში მეორედ გაიმართება, საქართველოს შეიარაღებული ძალების ნატოსთან დაახლოებასა და თავსებადობის გაზრდას ისახავს მიზნად. სწავლება ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის ხელმძღვანელობით წარიმართება.

 

 

ანალოგიურ სწავლებას JTEC-მა პირველად 2016 წელს უმასპინძლა. „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“ „ნატოს „მოკავშირეთა ტრანსფორმაციის სარდლობის“ (ACT) დაგეგმვითა და გაერთიანებული წვრთნების ცენტრისა (JFTC) და ნატოს სახმელეთო ჯარების სარდლობის (LANDCOM) მხარდაჭერით ხორციელდება.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი