„დასცინე პრემიერს“ - მთავრობის კანცელარიასთან „ბოტების აქცია“ მიმდინარეობს
06-06-2018, 18:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

„დასცინე პრემიერს“ - თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან ამ წუთებში „ბოტების აქცია“ მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა კანცელარიის შენობის წინ ბოტები მიიტანეს. როგორც ისინი აცხადებენ, ამ ფორმით ისინი აპროტესტებენ იმ პროპაგანდისტულ მექანიზმს, რომლითაც სახელმწიფო ცდილობს, საზოგადოებრივი აზრის ფორმირება მოახდინოს.

 

 

საქმე ეხება იუსტიციის მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნასთან დაკავშირებით პრემიერ მინისტრის „ფეისბუქის" გვერდზე გავრცელებულ განცხადებას, რომელსაც აქციის მონაწილეების თქმით, „ფეისბუქ-მომხმარებლებმა"  „დასცინეს", მთავრობის ადმინისტრაცია კი, მათ გადაფარვას ყალბი ანგარიშების მიერ გამოხატული „მოწონებებით" შეეცადა.

 


„პრემიერ მინისტრმა ძალიან კარგად იცის რატომ დაუყარეს მას ბოტები. ჩვენ ვაპროტესტებთ იმ პროპაგანდისტულ მექანიზმს, ბინძურს და სამარცხვინოს, რომელსაც სახელმწიფო იყენებს იმისთვის, რომ საზოგადოებრივი აზრის ფორმირება მოახდინოს. გუშინ, პრემიერს განცხადებას ხალხი დასცინოდა. მან დაიქირავა რაღაც ყალბი ანგარიშები, რომლებიც იწონებდნენ ამ პოსტს და ეს არის უბრალოდ სასაცილო - ეს არის ე.წ. ბოტები და ჩვენ აქ ამიტომ მოვიტანეთ ბოტები", განუცხადა „რუსთავი 2"-ს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

 

 

მომხდარს ეხმაურებიან პრემიერ მინისტრის პრესსამსახურში, სადაც აცხადებენ, რომ პრემიერ მინისტრის ოფიციალური „ფეისბუქ“ გვერდის ერთ-ერთ პოსტზე „ტროლინგი“ დაფიქსირდა.

 

 

„გვერდის ადმინისტრაციას ჰქონდა ადეკვატური რეაგირება, კერძოდ, წაიშალა მხოლოდ არაეთიკური კომენტარები. დაახლოებით 20:00 საათისთვის, კონკრეტულად პოსტის მოწონების ე.წ. Like-პროცესის დისკრედიტირების მიზნით, გამოჩნდა არაქართული წარმოშობის ყალბი პროფილები, რომლის შესყიდვაც შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, როგორც საკუთარი, ასევე, სხვა ნებისმიერი მომხმარებლის გვერდისთვის. ამასთან, ყველასთვის ცნობილია, რომ ლაიქების ყიდვის პროცესი, მით უმეტეს არაქართული წარმოშობის პროფილების ჩართულობით, ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დარჩებოდა შეუმჩნეველი მომხმარებელთა მხრიდან.

 

 

შესაბამისად, ნათელია, რომ ეს ქმედება განხორციელებულია კონკრეტულად იმ ჯგუფის მიერ, ვის ინტერესშიც შედიოდა პრემიერ-მინისტრის „ფეისბუქ“ გვერდის ადმინისტრაციის დისკრედიტირება”, აცხადებენ პრემიერ მინისტრის პრესსამსახურში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი