ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილის მიერ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გამართული მორიგი შეხვედრისას გადაწყდა, რომ 10 ივნისს 16:00 საათზე, თბილისში, პარლამენტის შენობასთან, ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვლის მხარდამჭერი აქციის ორგანიზატორი შალვა ნათელაშვილი და მისი პარტია იქნება.
როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, მთავარი მოთხოვნა ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასა და პანკისის სპეცოპერაციის დროს თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობაში დამნაშავე პირების დასჯაა.
„მთავარი მოთხოვნა საზოგადოებისა არის ის მოთხოვნები, რომლებსაც აყენებენ ბ-ნი სარალიძე და ბ-ნი მაჩალიკაშვილი - არც მეტი და არც ნაკლები. ანუ დაისაჯოს ყველა ის მკვლელი, რომლებმაც მოუკლეს შვილი ზაზა სარალიძეს და რომლებმაც მოუკლეს შვილი მალხაზ მაჩალიკაშვილს, და ყველა ის ადამიანი, ვინც ხელი დააფარა დამნაშავეებს - ეს არის უმთავრესი მოთხოვნა.
რა თქმა უნდა, სადაც ბ-ნი მაჩალიკაშვილია და სადაც ბ-ნი სარალიძეა, იქ უნდა იყოს მთელი საზოგადოება", განაცხადა ნიკა მელიამ „რუსთავი 2"-თან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.