120 მეხანძრე ებრძვის ლონდონის ცენტრში, 5-ვარსკვლავიან სასტუმრო „Mandarin Oriental“-ში გაჩენილ ხანძარს.
როგორც ბრიტანული „გარდიანი“ სახანძრო სამსახურზე დაყრდნობით იტყობინება, ნაიტსბრიჯზე, უილიამის ქუჩაზე, 12-სართულიანი მდიდრული სასტუმროს მიმართულებით 25 სახანძრო ბრიგადა იქნა გაგზავნილი მას შემდეგ, რაც ადგილობრივი დროით 15:55 საათზე 35-ზე მეტი ზარი მიიღეს.
„გარდიანის“ ცნობითვე, ცაში ატყორცნილი შავი კვამლის ხილვა ლონდონის გასწვრივ, დიდი ნაწილიდან არის შესაძლებელი. სასტუმრო ცნობილი მაღაზიის „Harrods“-ის და ჰაიდი პარკის სიახლოვეს მდებარეობს.
ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.