გიორგი ჩერქეზიშვილმა საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანებებთან საქართველოს თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილა
07-06-2018, 10:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ევროპული დიალოგი ინტერნეტმმართველობის საკითხებზე“ – EuroDIG 2018-ის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი წამყვანი საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანებების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში EuroDIG-ის ავტორიტეტულ ფორუმის მუშაობაში მონაწილეობენ.

 

 

ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) დირექტორის მოადგილე იუში ტორიგოესთან შეხვედრისას, ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა კავშირის ხელმძღვანელობას მხარდაჭერისთვის, რომლის თანახმადაც, საქართველო ITU-ს დამოუკიდებელი სახელმწიფოთა თანამეგობრობის ოფისიდან ევროპის რეგიონალურ ოფისში გადავიდა. აღინიშნა, რომ საქართველო კავშირის ევროპის ოფისის წევრია 2018 წლის პირველი ივნისიდან.

 

 

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, აღნიშნული ცვლილება საქართველოს ტელეკომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროს შემდგომი განვითარების მიმართულებების დასახვისა და კოორდინირებული ქმედებებით მათ იმპლემენტაციის, ევროპის რეგიონული ინიციატივების კოორდინაციის პროცესში ჩართვის, ევროპის ქვეყნებთან ერთად, ერთიანი სამოქმედო გეგმის შემუშავების შესაძლებლობას მისცემს. ითქვა, რომ ITU-ს ევროპის რეგიონულ ოფისში გადაყვანით, საქართველო შეძლებს საკუთარი ICT-ის შემდგომი განვითარებისთვის აღნიშნული ორგანიზაციის ტექნიკური დახმარებების მიღებას, ასევე, რეგიონალურ სამუშაო შეხვედრებში, ტრენინგებში და სემინარებში მონაწილეობა-ჩატარებას.

 

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მიერ ოფისის შეცვლა დადებითად შეაფასა ITU-ს დირექტორის მოადგილემაც. მისი თქმით, საქართველოს გადასვლა ევროპის ოფისში მნიშვნელოვანი ფაქტია, რაც რეგიონში სატელეკომუნიკაციო მიმართულებებს გააძლიერებს.

 

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი ასევე შეხვდა საერთაშორისო პროფესიული ორგანიზაციის „ინტერნეტის კავშირის“ (ISOC) და საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაციის „დომენური სახელების და IP- მისამართების მართვის კორპორაციის“ (ICANN) წარმომადგენლებს.

 

 

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი