საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი, ლიეტუვაში ვიზიტის ფარგლებში, სეიმის პირველ ვიცე-სპიკერ რიმა ბაშკიენეს და სეიმის წევრ ეგიდიუს ვარეიკისიკის შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის მთავარი თემა იყო, ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება, მათ შორის, მეგობრობის ჯგუფების აქტიური ჩართულობით.
თამარ ჩუგოშვილი სეიმის წევრებს საქართველოში გატარებულ რეფორმებზე ესაუბრა და მათ გამოცდილებას გაეცნო.
მხარეებმა განაცხადეს, რომ მიმდინარე წელი ორივე ქვეყნისთვის გამორჩეულია, რადგან საქართველოც და ლიეტუვაც დამოუკიდებლობის ასი წლის იუბილეს აღნიშნავენ.
შეხვედრას, ასევე ესწრებოდა საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ლიეტუვაში ხათუნა სალუქვაძე.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ლიეტუვასთან გამორჩეულად მჭიდრო ურთიერთობები და მათი მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა შეხვედრის კომენტირებისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.