კახა სამხარაძე სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
07-06-2018, 12:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი კახა სამხარაძე, გუბრენატორის მოადგილე გიორგი მიქელაძე და საჯარო პოლიტიკის საკითხებში გუბერნატორის კონსულტანტი ერასტი საბანაძე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდენენ.

 

 

შეხვედრაზე მოხდა პროექტის პრეზენტაცია, რომელიც მიზნად რეგიონის პოტენციალის გამოვლენას ისახავდა. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ვიზიტი წარმოადგენს, ერთგვარ ექსპედიციას, რომლის დროსაც მოხდება ტურისტული ობიექტებისა და ისტორიული ძეგლების მონახულება, მოსახლეობასთან შეხვედრა და ადგილზე პოტენციალის, პრობლემატური საკითხების გამოვლენა.

 

 

ვიზიტის დროს განხორციელდება სპორტულ-კულტურული, დასუფთავების ღონისძიებები. პროქტში მონაწილეობას მიიღებენ სამხარეო ადმინისტრაციის, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები, საქართველოს პარლამენტის წევრი, მაჟორიტარი დეპუტატი, უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.

 

 

 

 

„მიგვაჩნია, რომ ახალგაზრდების ჩართულობა ძალზედ მნიშვნელოვანია, რათა, ჩვენი ძალით, ჩვენი ხელებით განვავითაროთ რეგიონი", განაცხადა კახა სამხარაძემ.

 

 

„სამხარეო ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული პროექტი მართლაც, რომ დროული და საქმიანია. სტუდენტების ჩართულობა, პასუხისმგებლობასთან ერთად უდიდესი პატივია", აღნიშნა უნივერსიტეტის რექტორმა მაკა ბერიძემ.

 

 

სტუდენტებმა გამოხატეს თავიანთი შეხედულება პროექტისადმი და მხარის გუბერნატორს მადლობა გადაუხადეს.

 

 

ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი