ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში მორიგი შეხვედრა იმართება.
შეხვედრაზე, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს, ქართული მხარე არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზის დასკვნას წარადგენს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძე აცხადებს, რომ დღეს ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოების გადმოცემის საკითხს დააყენებენ.
„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა არჩილ ტატუნაშვილის წამებისა და სასტიკი მკვლელობის ფაქტს. ასევე, ვისაუბრებთ დავით ბაშარულის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებასთან დაკავშირებით არსებულ პასუხგაუცემელ კითხვაზე. გამახვილდება ყურადღება უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის შემთხვევებზე, ჩვენი თანამოქალაქეების უკანონოდ დაკავების ფაქტებსა და ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობისთვის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ თავისუფალი გადაადგილების კუთხით არსებულ შეზღუდვებზე", განაცხადა ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.