რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ახსნა, თუ რატომ გრძელდება ომი დონბასში. მან ხაზი გაუსვა, რომ კონფლიქტის მკვეთრი ესკალაციის შემთხვევაში, კიევისთვის შედეგები ყველაზე უფრო სერიოზული იქნება, რადგან პუტინის თქმით, დონეცკის და ლუგანსკის დამოუკიდებელი რესპუბლიკები არ მოითმენენ ამას.
მისი აზრით, შესაძლოა უკრაინის სახელმწიფოებრიობის საფრთხე შეიქმნას.
უკრაინის ხელისუფლებას არ სჭირდება ამომრჩევლები თვითგამოცხადებული რესპუბლიკებიდან, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი არაფრის დიდებით არ მისცემენ ხმას მათ, ვინც კონფლიქტი მოაწყო, მიიჩნევს პუტინი, რომელიც ერთ საათ ნახევარზე მეტია პირდაპირ ეთერში მოქალაქეების შეკითხვებს პასუხობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.