გამოძიების მიმდინარეობის კვალდაკვალ საზოგადოებას ათ რიცხვამდე და შესაძლოა, უფრო ადრეც მივაწოდოთ ინფორმაცია“, აღნიშნული განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით.
საკითხზე კომენტარი შს მინისტრის მოადგილემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას გააკეთა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება მიმდინარეობს. გამოძიება, რომელიც დაწყებულია რამდენიმე თვის წინ, მიმდინარეობს და ის იმ პირების გამოსაკვეთად მიმდინარეობს, რომელთაც რაღაც ქმედებით გავლენა მოახდინეს პროცესის მონაწილეებზე - იქნებოდა ეს ფინანსური თუ სხვაგვარი გავლენები. შესაბამისად, ყველაფერს შევისწავლით და თუ დამნაშავეები დადგინდა, მოხდება შესაბამისი რეაგირება. კონკრეტულ პირებზე არ ვისაუბრებთ, თუმცა, თუ გამოვლინდნენ ასეთი პირები რეაგირება აუცილებლად მოჰყვება, განუცხადა ჟურნალისტებს ნინო ჯავახაძემ, რომელიც აღნიშნულ საქმეზე სახალხო დამცველის შეფასებასაც გამოეხმუარა.
„სახალხო დამცველმა დაიწყო საქმის შესწავლა. საქმის შესწავლა მიმდინარეობს მის მიერ, არ დასრულებულა და შესაბამისად, ცოტა გაუგებარია ჩვენთვის წინასწარი დასკვნების გამოტანა", აღნიშნა შს მინისტრმა.
ომბუდსმენის თქმით, ჩანს „გამოძიების ეტაპზე თეთრი ძაფები, რაზეც საუბრობდა დაზარალებული მხარე".
ნინო ლომჯარიას განცხადებით, „ბევრი ინტერესის თანხვედრას ჰქონდა ადგილი ამ საქმეში. ამ საქმის გამოძიება არ არის მნიშვნელოვანი მხოლოდ ოჯახის წევრებისთვის, ამ საქმის გამოძიება არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ეს სისტემა შეიცვალოს".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.