ოთარ კახიძე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე: ჩვენ დავადგენთ ვინ კერავდა თეთრი ძაფით ამ საქმეს
07-06-2018, 15:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სახალხო დამცველის განცხადებას საპარლამენტო ოპოზიცია ეხმაურება. „ევროპულ საქართველოში" ამბობენ, რომ ომბუდსმენის განცხადებიდან გამომდინარე ცხადია, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა.

 


„სახალხო დამცველის განცხადება მიანიშნებს იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა „ევროპული საქართველოს“ უმრავლესობით. ხვალიდან უკვე გვექნება სრული წვდომა საქმის მასალებთან. ჩვენ ასევე გვექნება მექანიზმი კონკრეტული, რომ დავიბაროთ ყველა თანამდებობის პირი. დაწყებული რიგითი გამომძიებლით, დამთავრებული მთავარი პროკურორით და შს მინისტრით, რომელთა მონაწილეობაც გამოიკვეთება ამ სისხლის სამართლის საქმეში. ჩვენ დავადგენთ ვინ კერავდა თეთრი ძაფით ამ საქმეს", განაცხადა „ევროპული საქართველოს" წევრმა, ოთარ კახიძემ. 

 

 

ომბუდსმენის თქმით, ჩანს „გამოძიების ეტაპზე თეთრი ძაფები, რაზეც საუბრობდა დაზარალებული მხარე".

 

 

ნინო ლომჯარიას განცხადებით, „ბევრი ინტერესის თანხვედრას ჰქონდა ადგილი ამ საქმეში. ამ საქმის გამოძიება არ არის მნიშვნელოვანი მხოლოდ ოჯახის წევრებისთვის, ამ საქმის გამოძიება არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ეს სისტემა შეიცვალოს".

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი