სახალხო დამცველის განცხადებას ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" გამოეხმაურნენ.
როგორც პარტიის წარმომადგენელი რომან გოცირიძე ამბობს, ომბუდსმენის განცხადება ცხადყოფს, რომ სისტემა შესაცვლელია.
„სახალხო დამცველი დღეს კარგ როლს თამაშობს რეალურად ამ სისტემის მხილებისა და შესაბამისად, შეცვლის პროცესში. იმდენად დიდია საზოგადოებრივი რეზონანსი და ფაქტობრივად ამაზე ჰკიდია ხელისუფლების და მთავრობის ბედი. შესაძლებელია, რომ ეს კონკრეტული შემთხვევა იქნას გამოძიებული, რამაც შემდეგ საფუძველი ჩაუყაროს ყველა იმ მანკიერი მხარის მხილებას, რომელიც დღეს ამ სისტემაში არსებობს. ბუნებრივია სისტემის შეცვლას სჭირდება პოლიტიკური ნება", განაცხადა რომან გოცირიძემ.
ომბუდსმენის თქმით, ჩანს „გამოძიების ეტაპზე თეთრი ძაფები, რაზეც საუბრობდა დაზარალებული მხარე".
ნინო ლომჯარიას განცხადებით, „ბევრი ინტერესის თანხვედრას ჰქონდა ადგილი ამ საქმეში. ამ საქმის გამოძიება არ არის მნიშვნელოვანი მხოლოდ ოჯახის წევრებისთვის, ამ საქმის გამოძიება არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ეს სისტემა შეიცვალოს".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.