საპარლამენტო უმრავლესობის აზრით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა მოწმობს, რომ „ქართულ ოცნებას" გააჩნია პოლიტიკური ნება, მკვლელობის საქმეზე ყველა არსებულ შეკითხვას პასუხი გაეცეს.
უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, იმისთვის, რომ ამ საქმეზე კითხვის ნიშნები აღარ დარჩეს, კომისია ყველა საჭირო ნაბიჯს გადადგამს.
„სწორედ პოლიტიკურმა ნებამ განაპირობა ამ საგამოძიებო კომისიის შექმნა. ჩვენი საზოგადოება არ არის მიჩვეული მდგომარეობას, როდესაც უმრავლესობა აძლევს შესაბამის ბერკეტებს უმცირესობას, მას შემოიყვანს კომისიაში უმრავლესობით და აბსოლუტურად სრული კარტბლანში არსებობს, როგორც უმრავლესობის, ასევე უმცირესობის მხრიდან, გაეცეს ყველა კითხვას პასუხი ამ საქმესთან მიმართებაში.
ამაზე ჩვენ შეგვიძლია რამდენიც გვინდა ვისაუბროთ, მაგრამ რეალურად ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორედ ამ ნებამ განაპირობა შესაბამისი კომისიის არსებობა და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ყველა ნაბიჯი გადაიდგმევა იმ კუთხით, რომ ჩვენ საზოგადოებას გაეცეს ყველა კითხვაზე პასუხი", განცხადა დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.