პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
07-06-2018, 18:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი“ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

 

 

„ჩვენ მოვისმინეთ მათი პირველადი შეკითხვები, პირველადი დამოკიდებულება, მათ შორის, პროცესთან დაკავშირებით, პროცესის საჯაროობასთან დაკავშირებით. ამასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია არის ის, რომ ვიქნებით მაქსიმალურად საჯარო, რამდენადაც ეს იქნება შესაძლებელი კანონით. ჩვენი ამოცანაა, საზოგადოებამ ყველა კითხვაზე, რომელიც დღეს არსებობს, მიიღოს პასუხი“, აღნიშნა სერგი კაპანაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

 

მისივე თქმით, კომისია ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს იმისთვის, რომ პროცესი წინ წავიდეს.

 


„ჩვენი ამოცანა არ არის ვინმეს დაჭერა, თუმცა ჩვენი ამოცანაა ყველაფრისთვის თავის სახელის დარქმევა. უახლოეს მომავალში ჩვენთან, კომისიაზე მოვლენ ის ადამიანები, ვის მიმართაც კითხვები გაჩნდა“, აღნიშნა სერგი კაპანაძემ.

 

 

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგნელებთან დღეს პირველი შეხვედრა შედგა და ასეთი ტიპის შეხვედრები მომავალშიც გაიმართება.

 

 

„დღეს გვქნოდა პირველი შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც წლების განმავლობაში ჩართული არიან ადამიანის უფლებების დაცვაში და საკმაოდ დიდი გამოცდილება გააჩნიათ. იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოებრივი ინტერესი საკმაოდ მაღალია, ეს არის აუცილებელი პროცესი. ჩვენ კიდევ ბევრჯერ გვექნება ასეთი ტიპის ინტერაქცია, მეც როგორც თავმჯდომარეს და ასევე, მთლიანად კომისიასაც“, აღნიშნა სერგი კაპანაძემ, როგორც ამას პარლამენტის პრესსამსახური იტყობინება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი