მხოლოდ ფსიქიურად შეშლილ ადამიანს შეუძლია წარმოიდგინოს ვითარება, რომ რუსეთი ნატო-ს წევრ ქვეყნებს თავს დაესხმება, - ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა იტალიურ მედიასთან გააკეთა.
"რაც შეეხება ზოგიერთი ქვეყნის შეშფოთებას რუსეთის შესაძლო აგრესიული ქმედებების შესახებ, ვფიქრობ, მხოლოდ ფსიქიურად შეშლილ ადამიანს და მხოლოდ სიზმარში მყოფს შეუძლია წარმოიდგინოს, რომ რუსეთი მოულოდნელად ნატო-ს თავს დაესხმება. როგორც მე ვამჩნევ, ზოგიერთი ქვეყანა უბრალოდ სარგებლობს ადამიანების შიშით რუსეთთან მიმართებაში", - განაცხადა პუტინმა და დასძინა, რომ აშშ-ს სჭირდება გარე საფრთხეები ატლანტიკურ საზოგადოებაში ლიდერის პოზიციის შენარჩუნებისთვის.
"მინდა გითხრათ, რომ რუსეთი არ არის საშიში. მსოფლიო იმდენად შეიცვალა, რომ საღად მოაზროვნე ადამიანს არ შეუძლია წარმოიდგინოს მსგავსი მასშტაბური სამხედრო კონფლიქტი დღეს", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.