პროექტის, „განავითარე შენი რეგიონი“ მონაწილეებსა და ორგანიზატორებს ლენტეხის N1 საჯარო სკოლამ უმასპინძლა. პროექტის მიზანია მუნიციპალიტეტების პოტენციალის აღმოჩენა, წარმოჩენა და განვითარება სხვადასხვა დარგების მიხედვით.
პროექტის სულისჩამდგმელია ორგანიზაცია „ახალგაზრდული პარლამენტი“. პროექტში მონაწილეობა მიიღო რცხმელურის, ხოფურისა და ლენტეხის საჯარო სკოლებმა, რომლებმაც თავიანთი ტურისტული და სოფლის მეურნეობის ბიზნესგეგმები წარმოადგინეს.
ღონისძიებას ესწრებოდა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი ბადრი ლიპარტელიანი და სხვა პასუხისმგებელი პირები.
ბადრი ლიპარტელიანმა მხარდაჭერა გამოუცხადა პროექტს და აღნიშნა, რომ ახალგაზრდების მასობრივი ჩართვა სახელმწიფოსა და რეგიონის განვითარების პროცესში უმნიშვნელოვანესია.
„განავითარე შენი რეგიონი“ ლენტეხის პროექტის მენეჯერი N1 საჯარო სკოლის მოსწავლე ელენე ბენდელიანია.
ინფორმაციას ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.