პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, მას უთვალთვალებენ. როგორც მან „რუსთავი 2"-თან საუბრისას განაცხადა, აქციაში სახელწოდებით, „ნუ მომკლავ!“ ჩართვის შემდეგ, თვალთვალი სისტემატური გახდა.
„თელავის საავადმყოფოში მე გამოვედი და განვაცხადე, რომ მე თემირლანს ალაჰს მივაბარებ, მერე მივხედავ ჩემს საქმეს, ამ სიტყვების მერე თბილისში, თვით პანკისის ხეობაში, ახმეტაში, თელავში, ყველგან მითვალთვალებენ. არიან უშიშროების თანამშრომლები, აქედანვე მითვალთვალებენ. მე, რომ ჩემი მანქანით გავდივარ, ალაზნის ხიდამდე მისული არ ვარ, თბილისში უკვე იციან, რომ მივდივარ,“ აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომლის უფლებადამცველებმა ინფორმაცია ამის შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში უკვე გადააგზავნეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.