თერჯოლის მერმა სოფელ სიქთარვაში მოსახლეობასა და „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა
07-06-2018, 19:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე სოფ. სიქთარვაში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობასა და „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ წარმომადგენლებს შორის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

 


მოსახლეობამ საკუთარი მოთხოვნები გააცნო კომპანიის წარმომადგენლებს იმ გზასთან დაკავშირებით, რომელიც სოფელს აკავშირებს საკარმიდამო ნაკვეთებთან, თავის მხრივ კომპანიის წარმომადგენლებმა ინფორმაცია მიაწოდეს მოსახლეობას გზის არსებული და ალტერნატიული გეგმის შესახებ.

 


მოსახლეობასთან შეხვედრაში მერის წარმომადგენელი სიქთარვის ადმინისტრაციულ ერთეულში თამაზ ბარბაქაძე, სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი კონსტანტინე ამაშუკელი, „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ მშენებლობისა და ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ზაურ მალიკოვი, კომპანიის სხვა წარმომადგენლები და ავტობანზე მიმდინარე სამუშაოების საზედამხედველო კომპანია „პადეკო“-ს წარმომადგენელი გია კალანდარიშვილი მონაწილეობდნენ.

 


ინფორმაციას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი