ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში სამუშაო შეხვედრა დასრულდა. ქართული მხარის განცხადებით, შეხვედრას, რომელიც ექვსი საათის განმავლობაში გრძელდებოდა, კონკრეტული შედეგი არ ჰქონია.
„ჩვენ მივაწოდეთ შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილის გარემოებებთან დაკავშირებით, ასევე კატეგორიულად მოვითხოვეთ შინაგანი ორგანოების გადმოცემა. რაც შეეხება ექსპერტიზის შუალედურ დასკვნას, მატერიალური დოკუმენტი ჩვენ არ გადაგვიცია, ინფორმაცია მივაწოდეთ. შეხვედრა ისე დამთავრდა, რომ ყველა ძირითადი კითხვა პასუხგაუცემელი დარჩა”, განაცხადა სუს-ის ანალიტიკური სამსახურის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ.
ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო წარმომადგენელის, ეგორ კოჩიევის თქმით კი, შეხვედრაზე საუბარი იყო არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის საქართველოში ჩატარებულ ექსპერტიზაზე.
„ექსპერტიზის დასკვნა მე არ მინახავს და არც მჭირდება, რადგან ჩვენ გვაქვს სამხრეთ ოსეთის ექსპერტიზის დასკვნა, სადაც ყველაფერი ზუსტადაა აღწერილი და ჩემთვის ეს საკმარისია. ქართული საინფორმაციო საშუალებებით გავიგეთ, რომ ისინი ადასტურებენ დასკვნის არსებობას, სადაც სამხრეთ ოსეთის მხრიდან მიყენებულ დაზიანებებზეა საუბარი. ქართულ მხარეს არანაირი დასკვნა არ გადმოუცია და არ შემიძლია ამაზე საუბარი", განაცხადა კოჩიევმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.