ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში 2008 წლის 11 აგვისტოს, ომში დაღუპული ჯარისკაცის არტემ (ალიკა) ბალახაშვილის სახელობის საფეხბურთო ტურნირი გაიმართა.
ტურნირი მეათე წელია იმართება. ტურნირის ფარგლებში, მინი ფეხბურთში ერთმანეთს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სკოლის გუნდები უპირისპირდებიან.
წელს ტურნირში გამარჯვება უდის ნომერ პირველ საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა.
შეხვედრა დაღუპული ახალგაზრდის მამის გურამ ბალახაშვილის ორგანიზებით იმართება.
წლევანდელ ტურნირს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე არსენ ბალახაშვილი და კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის უპროსის მოვალეობის შემსრულებელი ზურა ბეთხოშვილი ესწრებოდნენ.
ფინალში პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ.
ინფორმაციას ადიგენის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.