თბილისი ტურიზმის ინდუსტრიის ინოვაციების ყოველწლიურ მსოფლიო ფორუმს „Welcome Challenge“-ს უმასპინძლებს
07-06-2018, 20:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

23-26 ოქტომბერს თბილისი ტურიზმის ინდუსტრიის ინოვაციების ყოველწლიურ მსოფლიო ფორუმს "Welcome Challenge“ უმასპინძლებს. ფორუმთან დაკავშირებით სასტუმრო თბილისი მერიოტში პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს პირველი ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ, „სი ბი სი ჯორჯია“-ს დამფუძნებელმა საბა კიკნაძემ და „სი ბი სი ჯორჯია“-ს დირექტორმა გელა ენდრიუ სული.

 


"Welcome Challenge“-ის მასპინძლობისა და ტურიზმის ინდუსტრიის ინოვაციების ყოველწლიურ მსოფლიო ფორუმი და ინვესტორ-სტარტაპების დამაკავშირებელი ღონისძიებაა. თბილისში ის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით გაიმართება. ფორუმი დარგის საუკეთესო ინოვაციურ სტარტაპებს, ინდუსტრიის წამყვან ექსპერტებს და მსხვილი საერთაშორისო კორპორაციებისა და ფინანსური კომპანიების წარმომადგენლებს აერთიანებს, რომლებიც ახალ საინვესტიციო შესაძლებლობებს ეძებენ.

 


დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ამ მასშტაბის და მნიშვნელობის ფორუმის საქართვლოში ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია. „რატომაა ეს ღონისძიება მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის და რატომ ვუჭერთ მხარს - საქართველოსთვის ტურიზმი, გამორჩეული სექტორია, მასპინძლობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია - ესაა დასაქმების და შემოსავლების გენერაციის დიდი წყარო, შესაბამისად, კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომ მსოფლიოს ტურისტულ რუკაზე საქართველო გამოჩნდეს, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე. როგორც წესი, ასეთ ღონისძიებებზე ჩამოდიან ძალიან დიდი და ცნობილი ბრენდების ხელმძღვანელები და უყურებენ, თუ რა იდეა დაგენერირდა წლის განმავლობაში, რომელსაც შეუძლია გაზარდოს ერთის მხრივ ეფექტურობა, მეორე მხრივ - შეამციროს ხარჯები და მოიზიდოს მეტი ტურისტი თუ დამსვენებელი სხვადასხვა მიმართულებით, ინოვაციების სპექტრი კი ძალიან ფართოა“ - აღნიშნა პირველმა ვიცე პრემიერმა.

 

კომენტარები: 1
#1   Glennrenue
      
I do contend with my portfolio but I am not an argue for of uttermost tilting. How much of a decorous thing is too much? Solid to say, there are all kinds of opinions antiquated there comment gagner de l’argent. I pass on foretell that I don't advocate such things as the "Larry portfolio" where the uninterrupted stock allocation is in Small Cover Value stocks. Weighty Submissively stocks and Paltry Servilely stocks withstand turns outperforming each other, ethical now we are in a Large Development market. These trends can last a extended circumstance,
8 ივნისი 2018 12:08
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი