მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილის კობა არაბულის განცხადებით, გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში მხარის მაჟორიტარი დეპუტატები დამნაშავეებად არ მოუხსენებია, თუმცა, ვინაიდან მისმა განცხადებებმა ინტერპრეტაციის საშუალება გააჩინა, იგი დეპუტატებს ბოდიშს უხდის.
ამის თაობაზე არაბულმა ჟურნალისტებს კოალიცია "ქართული ოცნების" ოფისში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
"დღევანდელ შეხვედრაზე დეტალურად განვიხილეთ სტატია, რომელიც გამოქვეყნდა "კვირის პალიტრაში". არც ამ ინტერვიუში და არც მერე მე, ჩვენი მხარის მაჟორიტარი დეპუტატები - ბატონი დიმიტრი ხუნდაძე, ბატონი ირაკლი ტრიპოლსკი, ბატონი ზაქარია ქუცნაშვილი და ბატონი მირიან წიკლაური არ მომიხსენებია როგორც დამნაშავე. მაგრამ რადგან ჩემმა განცხადებამ გააჩინა ინტერპრეტაციის საშუალება, მე მათ თქვენი საშუალებით დღეს ბოდიშს ვუხდი", - განაცხადა კობა არაბულმა.
რაც შეეხება ტენდერებს, გუბერნატორის მოადგილის განმარტებით, დღევანდელ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ამ საკითხზე მუშაობას ერთობლივად გააგრძელებენ. "ეს არის ძალიან სერიოზული თემა და დღეს შევთანხმდით, რომ მუშაობას ერთობლივად გავაგრძელებთ. პრობლემებს, რომლებიც ქვეყნის განვითარებას ხელს უშლის, ერთობლივად გამოვავლენთ და ერთად ვნახავთ ამ სიტუაციიდან გამოსავალს", - აღნიშნა კობა არაბულმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.