კანადაში სენატორთა უმრავლესობამ მარიხუანას სიამოვნებისთვის მოხმარების ლეგალიზაციას მხარი დაუჭირა
08-06-2018, 09:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კანადაში მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით უმთავრესი საკანონმდებლო დაბრკოლება გადალახულია, ვინაიდან ქვეყანა უახლოვდება იმ ფაზას, როდესაც კანაფის სიამოვნებისთვის მიღება ლეგალიზებული იქნება.

 


კანადელმა სენატორებმა „მარიხუანას აქტი“ 56 ხმით 30-ის წინააღმდეგ მიიღეს, ერთმა თავი შეიკავა, მას შემდეგ, რაც კანონპროექტი სენატში 6 თვის განმავლობაში ინტენსიურად განიხილებოდა.

 


მარიხუანას ლეგალიზების პირობა პრემიერ მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ დადო.

 


კანადა დიდ შვიდეულში შემავალ სახელმწიფოთა შორის პირველი იქნება, რომელიც ნარკოტიკის სიამოვნებისთვის მიღების ლეგალიზებას მოახდენს. სამედიცინო დანიშნულებით გამოყენება კი კანადაში, უკვე 17 წელია, 2001 წლის შემდეგ ლეგალურია.

 


ხუთშაბათს გამართული კენჭისყრის შემდეგ, კანონპროექტი თემთა პალატას დაუბრუნდება, სადაც პარლამენტის წევრები გადაწყევეტენ, მიიღებენ თუ არა აღნიშნულ კანონმდებლობაში სენატის მიერ შეტანილ ათეულობით ცვლილებას.

 


მოელიან რომ კენჭისყრა ფარული იქნება.

 


როგორც BBC იუწყება, კანადელებს მას შემდეგაც კი, რაც კანონპროეტი საბოლოოდ კანონად იქცევა, 12 კვირა მოუწევთ ლოდინი ვიდრე კანაფის სიამოვნებისთვის ყიდვას შეძლებენ, რადგან პროვინციები და ტერიტორიები პასუხისმგებელი იქნებიან სხვადასხვა ნიუანსებზე, რაც საცალო ბაზრებზე მარიხუანას გაყიდვასთან იქნება დაკავშირებული და იმაზეც, მომხმარებლებს შეეძლებათ თუ არა მისი საჯაროდ მოწევა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი