სოფელ განძის #1 საჯარო სკოლაში არსებულ ქართული ენის კლუბს საჩუქრები გადაეცა. ნინოწმინდის მერიის პრესსამსახურის ცნობით, ქართული ენის კლუბს საჭირო ინვენტარი საჩუქრად დეპუტატმა, გიორგი მოსიძემ გადასცა. მოსიძე ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარ დეპუტატთან, ენზელ მკოიანთან ერთად, სოფელ განძაში გუშინ, 7 ივნისს იმყოფებოდა.
„გიორგი მოსიძე მონაწილეობდა გადაცემაში „ხარ თუ არა მეექვსე კლასელზე ჭკვიანი". გადაცემაში მიწვეულ სტუმრებს კითხვებს უსვამენ სკოლის მოსწავლეები. მან მოიგო 3000 ლარი და გადაწყვიტა აღნიშნული თანხით, კლუბის საქმიანობიდან და მიზნებიდან გამომდინარე, საჭირო ინვენტარი ეყიდა და საჩუქრად გადაეცა ქართული ენის კლუბისთვის, რომლის მეურვეა მაკა ანთაძე", აღნიშნულია ნინოწმინდის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.