საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, 8-10 ივნისს, კიევში, რიგით მეორე საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში - „საქართველო, მოლდოვა და უკრაინა: რეგიონული და უსაფრთხოების თანამშრომლობის საპარლამენტთაშორისო კომპონენტის განმტკიცება ევროკავშირთან და ნატოსთან ურთიერთქმედების განვითარებით“ მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კონფერენციას მისასალმებელი სიტყვით გახსნის.
ღონისძიების ფარგლებში, ირაკლი კობახიძე, უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან - ანდრიი პარუბისთან და ანდრიან კანდუსთან ერთად, საქართველოს უკრაინისა და მოლდოვას საპარლამენტთაშორისო ასამბლეის შექმნის შესახებ განცხადებას მოაწერს ხელს.
ხელმოწერის ცერემონიალის შემდეგ, ირაკლი კობახიძე, ანდრიი პარუბი და ანდრიან კანდუ პრესისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, უკრაინის ვერხოვნა რადას თავმჯდომარესთან და მოლდოვას პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, კონფერენციის პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას. ირაკლი კობახიძე უსაფრთხოების მხრივ არსებულ ახალ გამოწვევებზე ისაუბრებს.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინაში გოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალს გვირგვინით შეამკობს.
კონფერენციის პანელურ დისკუსიებში - „უკრაინა, საქართველო, მოლდოვა: ასოცირების შეთანხმებიდან ევროკავშირში სრულ ინტეგრაციამდე“ და „პოლიტიკური დიალოგი და კონსესუსის შენება“, მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე.
ღონისძიებაში მონაწილეობას, ასევე, ევროპარლამენტარები: რებეკა ჰარმსი, ანა გომეში, მიჰაელ გალერი, პეტრას აუსტრევიჩუსი და საერთაშორისო ექსპერტები მიიღებენ.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები: არჩილ თალაკვაძე, კახა კუჭავა, გიორგი მოსიძე, ბექა ოდიშარია და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.