კვირიკაშვილის განცხადებით, „პოლიტიკურად ანგაჟირებულმა ჯგუფებმა“ ხორავას ქუჩის ტრაგედია სათავისოდ გამოიყენეს და „აბსოლუტურად არაადეკვატურ მოთხოვნებს აყენებდნენ და აყენებენ“
08-06-2018, 12:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმის გამოძიებასათან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებულ გამოძიების შედეგებს დაელოდება.

 


ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ „პოლიტიკურად ანგაჟირებულმა ჯგუფებმა“ ეს მდგომარეობა სათავისოდ გამოიყენეს და „აბსოლუტურად არამართლზომიერ და სიტუაციისადმი არაადეკვატურ მოთხოვნებს აყენებდნენ და აყენებენ“

 


„ხორავას ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედია ჩვენთვის იქცა სერიოზულ გამოწვევად. ჩვენთვის ადამიანი არის მთავარი ღირებულება. ჩვენ დავკარგეთ ორი ახალგაზრდა და სამწუხაროდ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიღებულმა გადაწყვეტილებამ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა, მათ შორის ჩვენშიც. სახელმწიფომ მოახდინა მყისიერი რეაგირება.

 


„პარლამენტმა მყისიერად მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება რომ შექმნილიყო საგამოძიებო კომისია, რაც არის უპრეცედენტო. მინდა ხაზი გავუსვა რომ ეს გადაწყვეტილება იყო მიღებული მანამდე, სანამ რუსთაველზე აქციები იქნებოდა, ვინმემ რომ არ მიიწეროს, იმიტომ რომ მაშინვე გაკეთდა განცხადებები.

 


„არ მინდა ამაზე ბევრი საუბარი, დავუშვათ, იქ პოლიტიკურად ანგაჟირებულმა ჯგუფებმა როგორ გამოიყენეს ეს სიტუაცია სამწუხაროდ და აბსოლუტურად არამართლზომიერ და სიტუაციისადმი არაადეკვატურ მოთხოვნებს აყენებდნენ და აყენებენ. საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის და ამ საზოგადოებას უცხოვრია იმ სახელმწიფოში, სადაც სახელმწიფო აბსოლუტურად არ უსმენდა ხალხის ხმას“, აღნიშნა კვირიკაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი