მესტიის მუნიციპალიტეტის ლენჯერის ტერიტორიულ ერთეულში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-7) ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 135-136–ე კმ-ზე ფერდობის სტაბილიზაციის მიზნით ჩასატარებელი პრევენციული ღონისძიებების და დაზიანებული საყრდენი კედლის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.
„პროექტის ღირებულებაა 196 913.96 ლ. (136–ე კმ.) 287 756.88 ლ. (136–ე კმ.)
სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელის ინფორმაციით, შესრულებულია სამუშაოების ნახევარზე მეტი. 135 კმ–ზე მოხდა გაუთვალისწინებელი შემთხვევა, ძველი საყრდენი კედლის დემონტაჟის დროს ჩამოიშალა გზის საყრდენი მიწის ნაწილი, რომლის სამუშაოები შესრულდება პროექტის გაუთვალისწინებელი ხარჯებიდან.
პროექტი ხელშეკრულების პირობების მიხედვით, სამშენებლო სამუშაოები უნდა დასრულდეს 14 ივლისს", აღნიშნულია მესტიის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.