შოთა შალელაშვილი სააკაშვილს პოლიტიკურად და სამართლებრივად უპასუხებს, ივანიშვილთან დაკავშირებით კი ამბობს, რომ მასთან „არანაირი ბიზნესურთიერთობა“ არ ჰქონია
08-06-2018, 13:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქართული ოცნების“ დეპუტატი შოთა შალელაშვილი საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას „ანტისემიტურს და რასისტულს“ უწოდებს და მის წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურების დაწყებას აპირებს.

 


მისი თქმით, სააკაშვილის განცხადებას, რომელშიც „აფერისტს“ და „რუს ებრაელს“ ახსენებს, მსოფლიოში სხვადასხვა ებრაულ ორგანიზაციას და აშშ-ის კონკრესს გაუგზავნის.

 


დეპუტატმა ასევე თქვა, რომ ივანიშვილისადმი უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, მას არასოდეს ჰქონია მილიარდერთან „არანაირი ბიზნესურთიერთობა“.

 


„პირადად მე ამას როგორც ანტისემიტურ და რასისტულ განცხადებად ვაფასებ, რომელიც შეურაცხყოფას მაყენებს არა მხოლოდ მე, არამედ საქართველოში მცხოვრებ ებრაულ საზოგადოებას. ამ კაცმა მოახერხა და ამ სამ სიტყვაში სამი დანაშაული ჩაიდინა. პირველი, როდესაც საუბრობს აფერისტი, ეს არის ღირსების შემლახველი ფორმა. მეორე- რასისტული და მესამე- ანტისემიტური. ამ ტიპის განცხადებაზე ვიწყებ შესაბამის პროცედურას სამართლებრივ დონეზე. ჩემი რეაქცია მაქსიმალურად მკაცრი იქნება. მისი ეს განცხადება გადაიგზავნება მრავალ ებრაულ ორგანიზაციაში მთელ მსოფლიოში. განცხადებას ასევე გავაგზავნით აშშ-ის კონგრესის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში. სააკაშვილის ანტისემიტურ და რასისტულ განცხადებაზე ველი შესაბამის რეაქციას პოლიტიკური ძალების მხრიდან, მედიისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან. იმედი მაქვს, ისინი ამ განცხადებას გაემიჯნებიან და შესაბამის რეაგირებას მოახდენენ“, განაცხადა შოთა შალელაშვილმა და დაამატა:

 


„სამწუხაროდ, არ მქონდა ნანახი „რუსთავი 2“-ის ეთერში გასული გადაცემა, სადაც მიხეილ სააკაშვილმა სიტყვა-სიტყვით - „აფერისტი და რუსი ებრაელი“ მიწოდა.

 


პირადად მე, შოთა შალელაშვილს, მიმაჩნია და ამას ვაფასებ, როგორც ანტისემიტურ და რასისტულ განცხადებას, რომელიც შეურაცხყოფას მაყენებს არა მხოლოდ მე, არამედ საქართველოში მცხოვრებ მთელ ებრაულ საზოგადოებას.

 


თანამედროვე სამყარო შეთანხმდა რომ ამ ენაზე არათუ პოლიტიკოსები, არამედ თანამედროვე ადამიანები არ საუბრობენ.

 


სააკაშვილის სულიერ მდგომარეობაზე მე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ამ კაცმა მოახერხა და ამ 3 სიტყვაში პრაქტიკულად სამი დანაშაული ჩაიდინა. პირველი, როდესაც საუბრობს აფერისტობაზე, ეს არის ღირსების შემლახავი ნორმა, მეორე, რასისტული და მესამე, ანტისემიტური განცხადება გააკეთა.

 


ამ ტიპის შეურაცხყოფაზე კი, ვიწყებ პოლიტიკურ კამპანიას და შესაბამის პროცედურებს სააკაშვილის წინააღმდეგ. სამართლებრივ დონეზე, ჩემი რეაქცია იქნება მაქსიმალურად მკაცრი - ჩემმა იურისტებმა დაიწყეს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურებისთვის მზადება!

 


ეს განცხადება, ბუნებრივია, გაიგზავნება იმ მრავალრიცხოვან ებრაულ ორგანიზაციებში, რომლებიც მთელ მსოფლიოშია განთავსებული, საერთაშორისო ორგანიზაციებში, აშშ-ის კონგრესის ადამიანთა უფლებების დაცვის კომიტეტში.

 


სააკაშვილის მხრიდან გაჟღერებულ, სიძულვილით გამსჭვალულ ანტისემიტურ და რასისტულ განცხადებაზე ველი შესაბამის რეაქციას პოლიტიკური ძალების წარმომადგენლების მხრიდან, მედიის და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან!

 


იმედი მაქვს, ისინი გაემიჯნებიან ასეთ განცხადებებს და მოახდენენ კიდეც შესაბამის რეაგირებას. დიდი მადლობა მედიას, რომ გამოიჩინეთ ყურადღება“.

 


შალელაშვილი პრესკონფერენციაზე ასევე მისი შვილის საკითხს და ბიძინა ივანიშვილთან მისი ბიზნესპარტნიორობის საკითხსაც შეეხო.

 


„პირველი, აუცილებლად მინდა ვთქვა ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობაზე, რომ მიუხედავად ჩემი უდიდესი პატივისცემისა ამ ადამიანის მიმართ, მე არასოდეს არ მქონია და არც მაქვს მასთან არანაირ ბიზნესურთიერთობა.

 

 

მე-2. რაც შეეხება ჩემს შვილს, ის მართლაც იყო ეჭვმიტანილი კიბერდანაშაულში აშშ-ში.

 


იგი არ იმყოფება წინასწარ პატიმრობაში, ველით სასამართლო გადაწყვეტილებას და ყველა მონაცემით, ის იქნება გამართლებული.

 

 

საბანკო ყადაღასთან დაკავშირებით, კითხვა კი ძალიან ტექნიკურია, იყო ტექნიკური შეფერხება ბანკის მხრიდან, რაც მალევე მოგვარდა და დღეს არანაირი შეფერხება არ არსებობს“, აღნიშნა შალელაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი