ადიგენის მერმა, ზაქარია ენდელაძემ და საკრებულოს თავჯდომარემ, იმედა მღებრიშვილმა მოადგილეებთან ერთად, მუნიციპალიტეტში „საზოგადოებრივი ცენტრის" მშენებლობა მოინახულეს.
„იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში“.
პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა, რომელიც მომხმარებელს მრავალფეროვან სერვისს, საკონფერენციო დარბაზს, გამარტივებულ პროცედურებს, საინფორმაციო ტექნოლოგიებთან წვდომას, ელექტრონულ ბიბლიოთეკასა და თანამედროვე ინფრასტრუქტურას სთავაზობს.
საზოგადოებრივი ცენტრების განვითარება საქართველოში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ფართომასშტაბიანი ინიციატივაა.

ცენტრების მეშვეობით, მოსახლეობას საშუალება აქვს სოფლიდან გაუსვლელად ისარგებლოს 200-ზე მეტი საჯარო და კერძო სექტორის სერვისით.
ცენტრში ასევე განთავსდება მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ოფისი.
საზოგადოებრივ ცენტრში დასაქმდებიან საგანგებოდ შერჩეული და გადამზადებული ადგილობრივი კადრები, რომლებიც, ელექტრონული მმართველობის საშუალებით, გასცემენ ცენტრალური ხელისუფლებისა და კერძო სექტორის სერვისებს.
აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით დღეისათვის 52 ცენტრი ფუნქციონირებს.
ცენტრის მშენებლობა მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო და აგვისტოს ბოლოს დასრულდება", აღნიშნულია ადიგენის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.