ადა მარშანია: გაფრთხილებთ, ძალიან ცუდი და მძიმე პროცესები წავა ჩვენს ქვეყანაში
08-06-2018, 16:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ძალიან გაფრთხილებთ, ძალიან ცუდი და მძიმე პროცესები წავა ჩვენს ქვეყანაში. აი, ჩვენ ხელიც რომ არ გავანძრიოთ „პატრიოტებმა" და ჩუმად ვიყოთ, ძალიან მძიმე პროცესები დაიწყება. ჩვენ საერთოდ სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობთ და სხვადასხვა პლანეტებზე ვიმყოფებით, მიმართა „პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენელმა, ადა მარშანიამ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კომისიის წევრებს.

 

 

მან კომისიას, რომელმაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმე უნდა შეისწავლოს, აბსურდული უწოდა და აღნიშნა, რომ „პატრიოტთა ალიანსი" ამ კომისიას დატოვებს.

 


„ამ კომისიის შექმნით, განსაკუთრებით მისი პოლიტიკური შემადგენლობის სახით, დავაკანონეთ აბსურდი. საღი აზრი, ზნეობა და მორალი გამოვაცხადეთ სისულელედ. და ძვირფასო პროკურატურავ, იმის მაგივრად, რომ თქვენ დიდი ხნის წინ და ახლაც, ბ-ნი ბოკერია დაიბაროთ და დაკითხოთ, ახლა ნახეთ რა ხდება, რა დღმდე მივედით ჩვენ ყველანი ქვეყნაში - ბ-ნი ბოკერია თქვენ გიბარებთ აქ დასაკითხად პარლამენტში. აქედან გამომდინარე „ქართულ ოცნებას" მინდა მივმართო განსაკუთრებით - თქვენ, აიზილეთ უკვე „ნაციონალური მოძრაობის" დანაშაულებრივ პროცესში, თქვენ უკვე ერთი პოლიტიკური ძალა გახდით იმიტომ, რომ მკვლელებს და სადისტებს აფარებთ ხელს. ამ კომისიის შექმნა არის რომელი ერთი მწვერვალი არ ვიცი - გვირგვინი არის ეს უკვე. აქედან გამომდინარე, ჩვენი პოლიტიკური ძალა ამ კომისიაში არ დარჩება, ვერ იმუშავებს", განაცხადა ადა მარშანიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი