ლევან იზორია: „ნატოსთან ერთად ვამტკიცებთ მშვიდობასა და უსაფრთხოებას მსოფლიოში“
08-06-2018, 17:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

„საქართველო ნატოს წინაშე აღებული ვალდებულებების ერთგული რჩება და მისიაში მონაწილეობას არსებული შემადგენლობით განაგრძობს“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ნატოს შტაბ-ბინაში, „მტკიცე მხარდაჭერის“ ოპერაციაში მონაწილე ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, როგორც ეს GUARDIAN.GE-ს საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

 


შეხვედრა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გახსნა და აღნიშნა, რომ ავღანეთისთვის ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია: „ვზრდით კონტინგენტს ჩვენ საწვრთნელ მისიაში და ვაგრძელებთ ავღანეთის ძალებისთვის ფინანსურ უზრუნველყოფას, რათა მათ საკუთარი ძალებით შეძლონ ქვეყანაში უსაფრთხოების შენარჩუნება“.

 


ლევან იზორიამ ქვეყნის სახელით კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველო ნატოსთან ერთად მსოფლიოში მშვიდობასა და უსაფრთხოებას განამტკიცებს. „ვართ მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყანა როგორც ნატოსთვის, ისე ევროკავშირისთვის და ამ პარტნიორობას მომავალშიც გავაგრძელებთ. ეს კი, მყარი საფუძველია იმისა, რომ კიდევ ერთხელ იყოს აღიარებული ნატოში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. ეს არის დაკავშირებული არა მხოლოდ იმ რეფორმებთან, რაც უწყებაში და ინსტიტუციონალურად ქვეყანაში ხორციელდება, ასევე - საერთაშორისო მისიებში მონაწილეობასთან, რაშიც საქართველო სამაგალითოა“, - აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი