თბილისის 51-ე სკოლის დირექტორი: დათო სარალიძე იყო არაჩვეულებრივი მოსწავლე, თავაზიანი, კეთილი და უყვარდა ყველას
08-06-2018, 18:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მას შემდეგ, რაც ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ თბილისის 51-ე საჯარო სკოლის ადმინისტრაციისაგან მისი შვილის შესახებ პირუთვნელი ინფორმაციის გავრცელება მოითხოვა, მედიასთან კომენტარი გააკეთა აღნიშნული სკოლის დირექტორმა მანანა თურქაძემ, რომელიც გარდაცვლილ დავით სარალიძეს უაღრესად დადებითად ახასიათებს და ამბობს, რომ სოციალურ ქსელებში მასზე გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ის მოძალადე და თანატოლების მჩაგვრელი იყო, წმინდა წყლის ტყუილია.

 


„დათო იყო არაჩვეულებრივი მოსწავლე, თავაზიანი, კეთილი, ჩართული იყო ყველა ღონისძიებაში, უყვარდა ყველას იმიტომ, რომ იყო დიდი, შესამჩნევი და უყვარდა ყველა ადამიანს. დათო იყო ის ბიჭი, რომელიც ცეკვავდა მუდმივად დერეფანში, რეპავდა და ამბობდა: ‘მე ვარ ბიჭი პოზიტივი’. ასეთი ადამიანი იყო ის. ბოლოს, ჩემს მეხსიერებაში დათო ყველაზე კარგად სასკოლო ოლიმპიადის პერიოდში აღიბეჭდა. ჩვენ ჩავატარეთ სასკოლო ოლიმპიადა სპორტის რამდენიმე სახეობაში და დათო იყო ის ადამიანი, რომელიც აგროვებდა ბავშვებს ამ ოლიმპიადისთვის და დირექციასთან ერთად დიდი სიხარულით გადასცემდა ბავშვებს პრიზებს და თასებს და ა.შ. ვერ ნახავთ ამხელა სკოლაში, ძალიან დიდი სკოლაა ეს, 2 500-ზე მეტი მოსწავლეა და 180-ზე მეტი მასწავლებელი, რომელიც გეტყვით, რომ როდესმე დათოსთან რამე ტიპის კონფლიქტი ჰქონია. ეს არის რა თქმა უნდა ტყუილი“, განაცხადა მანანა თურქაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი