თურქეთში პრეზიდენტ ერდოღანის მმართველმა პარტიამ უმრავლესობა დაკარგა
08-06-2015, 01:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თურქეთში პრეზიდენტ ერდოღანის მმართველმა პარტიამ უმრავლესობა დაკარგა. "ბიბისის" ცნობით, გუშინ ჩატარებული საყოველთაო არჩევნების შედეგად, რეჯეფ თაიფ ერდოღანის პარტიამ 41 პროცენტი მოიპოვა.


მიღებული შედეგების მიხდევით, ერდოღანის პარტია პარლამენტში 258 ადგილს დაიკავებს, რაც 18 ადგილით ნაკლებია იმისათვის, რომ პარტიამ უმრავლესობამ მოიპოვოს.


ანალიტიკოსების შეფასებით, გუშინდელი არჩევნების შედეგები პრეზიდენტ ერდოღანისათვის სერიოზული მარცხია, იგი ვეღარ შეძლებს საკუთარი ძალაუფლების გაძლიერებას.


7 ივნისის არჩევნების შედეგად, მეორე ადგილას არჩევნებში მონაწილეთა ხმათა 25 პროცენტით "რესპუბლიკური სახალხო პარტია" გავიდა, მესამე ადგილი "ეროვნული მოძრაობის პარტიამ" 16.5 პროცენტით დაიკავა, ქურთების პარტიამ კი 10-პროცენტიანი ბარიერი გადალახა, შედეგად იგი პირველად ისტორიაში პარლამენტში შევა. თუმცა, ქურთების "სახალხო დემოკრატიული პარტიის" ლიდერი, სელაჰათთინ დემირტაში გამორიცხავს ერდოღანის პარტიასთან ერთად კოალიციის ფორმირებას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი